UNlimited.ge - შეუზღუდავი ჰოსტინგი
UNlimited.ge - შეუზღუდავი ჰოსტინგი

MySQL მონაცემთა ბაზების შექმნა

  1. cPanel-ის მთავარ გვერდზე დააწკაპუნეთ ღილაკზე "MySQL Databases".
  2. ველში "New Database" მიუთითეთ მონაცემთა ბაზის დასახელება და დააწკაპუნეთ ღილაკზე "Create Database". გახსნილ გვერდზე დააწკაპუნეთ " Go Back"-ზე.
  3. შექმენით მონაცემთა ბაზის მომხმარებელი. დასახელების "Current Users:" ქვემოთ, ველში "Username:" მიუთითეთ მომხმარებლის სახელი, ხოლო ველში "Password:" პაროლი და დაწკაპუნეთ ღილაკზე "create User". გახსნილ გვერდზე დააწკაპუნეთ " Go Back"-ზე.
  4. მიაბით მომხმარებელი ბაზასთან და მიანიჭეთ შესაბამისი პრივილეგიები. დასახელების "Add Users To Your Databases:" ქვემოთ შეარჩიეთ შესაბამისი "User" და " Database", მონიშნეთ სასურველი პრივილეგიები (სტანდარტულად მონიშნულია All - ყველაფრის პრივილეგია) და დააწკაპუნეთ ღილაკზე "Add User To Database"
მინიშნება:
  1. ერთი და იგივე მომხმარებელი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა მონაცემთა ბაზებისათვის
  2. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მონაცემთა ბაზის და მომხმარებლის შექმნსას მას წინ ემატება cPanel-ის იუზერნეიმი, მაგალითად თუკი cPanel-ის იუზერნეიმი არის yourname და მონაცემთა ბაზის შექმნისას მიუთითეთ სახელი yousql, მაშინ მონაცემთა ბაზა შეიქმნება სახელით yourname_yousql.