UNlimited.ge - შეუზღუდავი ჰოსტინგი
UNlimited.ge - შეუზღუდავი ჰოსტინგი

მომსახურების პირობები

ჰოსტინგის ანგარიშის შექმნა

Unlimited.ge-ს მომხმარებლის ანგარიშის გააქტიურება ხდება შეკვეთის გაკეთებისა და მომსახურების საფასურის სრულად გადახდიდის თანავე, ავტომატურად სწრაფი გადახდის აპარატებიდან ანაზღაურებისას.

რას ნიშნავს "ჰოსტინგი შეუზღუდვების გარეშე"?

Unlimited.ge მოწოდებულია საუკეთესო სერვისით და პირობებით უზრუნველყოს მცირე და საშუალო ბიზნესი და ამდაგვარად ხელი შეუწყოს ქართული ინტერნეტის სწრაფ განვითარებას. შესაბამისად ჩვენი სერვერების რესურსების: ტრაფიკი, ერთ ანგარიშზე განთავსებულ დომენების, საფოსტო ყუთების, მონაცემთა ბაზების და ა.შ. რაოდენობასა და მოცულობაზე რაიმე კონკრეტული სახის შეზღუდვები არაა დაწესებული.

თქვენი საიტის განვითარებისა და პოპულარობის ზრდის პარალელურად სერვერის რესურსების გაზრდილ გამოყენებაზე, ასევე სხვა საიტების განთავსებაზე თქვენ არ გიწევთ დამატებითი საფასურის გადახდა.

თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ჩვენს სერვერზე განთავსებული საიტები ინაწილებენ ერთი და იგივე სერვერის რესურსებს, შესაბამისად ჩვენი სერვისები არაა გათვალისწინებული მსხვილი კორპორაციებისა და ისეთი არასტანდარტული აპლიკაციებისათვის, რომელნიც საჭიროებენ გამოყოფილ სერვერებს.

"შეუზღუდავი" არ ნიშნავს ერთი მომხმარებლის მიერ სერვერების რესურსების არასამართლიანი გამოყენების დაშვებას და ერთი ან რამდენიმე მომხმარებლის მიერ სხვა მომხმარებლებისთვის ხელის შეშლას.

"შეუზღუდავი" ასევე არ ნიშნავს "საავტორო უფლებების" დარღვევას, "სავაჭრო ნიშნების" უნებართვო გამოყენებას, "სპამერობას", "ჰაკერულ" საქმიანობას და ა.შ.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ შეუზღუდავი არ ნიშნავს თქვენს მიერ სხვადასხვა კომპანიებისათვის ვებ გვერდებისა და ელ.ფოსტის განთავსებას. თუ თქვენ წარმოადგენთ ვებ-სტუდიას, მაშინ თვქენს მიერ სხვა კომპანიებისათვის დამზადებული ვებ გვერდებისათვის უნდა შეიძინოთ დამოუკიდებელი პაკეტი. ვებ სტუდიების მიერ სხვა კომპანიების საიტების საკუთარ პაკეტში განთავსება შესაძლებელია მხოლოდ ვირტუალურ სერვერებზე.

Unlimited.ge -ს მიერ სერვისების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ აქ მოცემული "მომსახურების პირობების" და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში.

აკრძალული მასალები

დაუშვებელია "სავაჭრო ნიშნების" გამოყენება შესაბამისი ნებართვების გარეშე, ფალსიფიცირებული და კონტრაბანდული პროდუქტების გაყიდვა, საავტორო უფლებების დარღვევა, რაც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება ფილმების, პროგარმების, მუსიკალური კლიპების, წიგნების, სურათების და სხვა მასალების საიტზე უნებართვო განთავსებით ან გაყიდვით.

საიტებზე დაუშვებელია ისეთი სახის ინფორმაციის და მასალების განთავსება, რომელიც მოიცავს ძალადობისკენ მოწოდებას, არანორმატიულ ლექსიკას, ღვთისგმობას, აღვივებს რასისტულ, ეროვნულ ან რელიგიურ შუღლს, პორნოგრაფიას, ჰაკერული საქმიანობის სწავლებას, პერსონალურ ინფორმაციას და სურათებს მესამე მხარეზე, ამ უკანასკნელის ნებართვის გარეშე და ყველაფერ სხვას, რაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით.

აკრძალული ინფორმაცია და მასალები წაიშლება, ხოლო დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე მომხმარებლის ანგარიში შესაძლოა დროებით შეჩერდეს ან გაუქმდეს წინასწარი გაფრთხილებით ან მის გარეშე.

თუ თქვენ თვლით, რომ ჩვენთან განთავსებული რომელიმე საიტი არღვევს თქვენს საავტორო უფლებებს, უნებართვოდ იყენებს თქვენს სავაჭრო ნიშანს ან გამოქვეყნებული აქვს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე:

აკრძალული აპლიკაციები

აკრძალულია ისეთი აპლიკაციების/სკრიპტების განთავსება რომელთა მიერაც სერვერების რესურსების (პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება და ა.შ.) გამოყენების სიდიდან გამომდინარე საჭიროებენ გამოყოფილ სერვერებს ან არღვევენ მესამე მხარის უფლებებს.

ზემოთ აღნიშნული აპლიკაციების/სკრიპტების არასრული ჩამონათვალი მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
  • ტოპ საიტები
  • IRC სერვერები
  • სურათების, ვიდეო და ფაილ ჰოსტინგის სკრიპტები
  • ბანერების როტაციის სკრიპტები
  • კომერციული აუდიო-ვიდეო სტრიმინგის სკრიპტები
  • Game სერვერები
  • კრონის დროის მცირე ინტერვალებით გაშვება
  • Proxy სერვერები
  • IP სკანერები
სპამი

მომხმარებლების მხრიდან ელ-გზავნილების მასიური დაგზავნის შემთხვევაში მიმღები პირების მხრიდან შესაბამისი მოთხოვნის გარეშე, მათი ანგარიში შეჩერდება გაფრთხილების შემდეგ ან მის გარეშე. ელ-ფოსტის მასიური დაგზავნა ნებადართულია, მხოლოდ მომხარებლების მხრიდან მასზე ხელმოწერის შემდეგ, ამავედროულად გაგზავნილ წერილებს უნდა მიყვებოდეს ბმული, საიდანაც შესაძლებელი იქნება ხელმოწერის გაუქმება.

თუკი მომხმარებლის მხრიდან სპამის დაგზავნამ გამოიწვია ჩვენი IP მისამართების შავ სიებში შეტანა, მაშინ მისი ანგარიში შეიძლება გაუქმდეს და წაიშალოს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.

მიუხედავად იმისა ხართ თუ არა ჩვენი მომხმარებელი, თუკი ჩვენს სერვერებზე განთავსებული დომენებიდან ხდება თქვენთან სპამის გამოგზავნა, მაშინ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე:

ჰაკერული საქმიანობა და ვირუსები

აკრძალულია ჩვენი სერვისის გამოყენება ვირუსების გავრცელებისთვის, დაფლუდვისთვის და დოს შეტევების განსახორციელებლად. ასევე აკრძალულია ჰაკერული საქმიანობა, რომელიც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება მესმაე მხარეთა ანგარიშებში, კომპიუტერებში ან ქსელში არაავტორიზებული შეღწევით ან მისი მცდელობით.

ზემოთ აღწერილი საქმიანობის შემთხვევაში მომხმარებლის ანგარიში გაუქმდება და წაიშლება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ხოლო მომხმარებელს სამუდამოდ აეკრძალება ჩვენი სერვისების გამოყენება.

შეუზღუდავი ტრაფიკი

Unlimited.ge-ის მიერ არაა დადგენილი რაიმე კონკრეტული სახის შეზღუდვა ტრაფიკზე, თუმცა ჩვენ უფლებას ვიტოვებთ კონკრეტულ მომხმარებელს დავუწესოთ ასეთი სახის შეზღუდვები, თუკი ეს უარყოფითად აისახება სხვა მომხმარებლების საიტების მუშაობაზე.

INODES (ფაილების რ-ბა)

Unlimited.ge-ის მიერ არაა დადგენილი რაიმე კონკრეტული სახის შეზღუდვა ჩვენს სერვერებზე განთავსებული ფაილების (HTML ფაილები, მეილები, სურათები ...) რაოდენობაზე, თუმცა დიდი რაოდენობის ფაილების ინტერსიურად შექმნის ან წაშლის შედეგად შესაძლებელია ფაილური სისტემის დაზიანება, რაც გამოიწვევს ადმინისტრაციის მიერ ჰოსტინგის ანგარიშის შეჩერებას ან გაუქმებას წინასწარი გაფრთხილებით ან მის გარეშე.

სარეზერვო კოპირება და პასუხისმგებლობა მონაცემების დაკარგვაზე

Unlimited.ge მოწოდებულია უზრუნველყოს მაღალი საიმედობა, ამ მიზნით ჩვენს სერვერებზე მოწყობილია RAID-5 სისტემა, როდესაც მომხმარებლების ფაილების ჩაწერა პარალელურად რამდენიმე მყარ დისკზე ხდება. ერთ-ერთი დისკის დაზიანების შემთხვევაში, მონაცემები არათუ არ დაიკარგება, არამედ ჩვენთან განთავსებული საიტები ჩვეულებრივ გააგრძელებენ ფუნქციონირებას.

საიმედობის კიდევ უფრო გასაზრდელად ჩვენს მიერ კვირაში ერთხელ ხორციელდება მომხმარებლის ანგარიშის (ფაილების, მონაცემთა ბაზების, მეილების) სარეზერვო ასლების გაკეთება სხვა მყარ დისკებზე.

იქიდან გამომდინარე რომ არ არსებობს მომხმარებლების ფაილების არ დაზიანების ან არ წაშლის 100% გარანტია, ხოლო სარეზერვო ასლები ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ხელმისაწვდომი, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს სერვერებზე განთავსებული მონაცემების არ დაკარგვაზე. აქედან გამომდინარე ჩვენს მომხმარებლებს ვუწევთ რეკომენდაციას, დამატებითი სარეზერვო ასლები შეინახონ თავიანთი კომპიუტერის მყარ დისკებზე, CD დისკებზე, DVD დისკებზე ან სადმე სხვაგან.

მომხმარებლების ანგარიშებზე, სადაც განთავსებულია დიდი რაოდენობით (ათეულ ათასობით) ფაილები ან დიდი მოცულობის (ათეულობით გიგაბაიტი) ინფორმაცია, სარეზერვო ასლები საერთოდ არ გაკეთდება.

ჰოსტინგის ანგარიშის გაუქმება

Unlimited.ge უფლებას იტოვებს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გააუქმოს მომხმარებლის ჰოსტინგის ანგარიში, ამ უკანასკნელის მხრიდან მომსახურების წესების დარღვევის გამო.

მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გააუქმოს ჰოსტინგის ანგარიში, თუმცა მას არ დაუბრუნდება წინასწარ გადახდილი თანხა.

ცვლილებები მომსახურების პირობებში

Unlimited.ge უფლებას იტოვებს შეცვალოს მომსახურების ფასები, თუმცა ის არ გავრცელდება მომსახურების იმ პერიოდზე, რომლის საფასურიც მომხმარებლის მიერ წინასწარაა გადახდილი.

უფლებების მესამე პირებისთვის გადაცემა

მომხმარებელს უფლება აქვს მისი კუთვნილი ჰოსტინგის ანგარიში გადასცეს სხვა პირებს, თუმცა ეს საჭიროებს მომხმარებლის მიერ საკონტაქტო ინფორმაციის განახლებას. Unlimited.ge უფლება აქვს თავისი უფლება-მოვალეობანი გადასცეს მესამე პირს, თუმცა ეს საჭიროებს მომხმარებლებისათვის შესაბამისი შეტყობინების დაგზავნას.

ცვლილებები მომსახურების ფასებში

ვებ-ჰოსტინგის დინამიურად განვითარების გამო მომსახურების პირობები შეიძლება შეიცვალოს და ის გამოქვეყნდება აქ. თუ კი თქვენ გააგრძელებთ ჩვენი მომსახურებით სარგებლობას, ეს ნიშნავს რომ თქვენ ეთანხმებით განხორციელებულ ცვლილებებს.

კონფიდენციალობა

unlimited.ge მის ხელთ არსებული კონფიდენციალურ (პერსონალურ) ინფორმაციას მომხმარებლის შესახებ იყენებს მხოლოდ მომსახურების გაწევისათვის და ვალდებულებას იღებს არ გადასცეს მესამე პირებს მომხმარებლის თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხევვისა, როდესაც Unlimited.ge -ის მიერ ხდება თავისი უფლემა-მოვალეობების მესამე პირებისთვის გადაცემა, ასევე საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

გარანტიები

unlimited.ge არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ზარალზე, რომელიც შეიძლება მიადგეს თქვენს ბიზნესს ჩვენი სერვისებით სარგებლობისას წარმოქმნილი პრობლემების გამო. თუ თქვენ არ გაკმაყოფილებთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული მომსახურება ან არ ეთანხმებით აქ მოცემულ პირობებს, მაშინ შეგიძლიათ შეწყვიტოთ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა.

არბიტრაჟი

unlimited.ge-სა და მომხმარელს შორის დავის წარმოქმნის შემთხვევაში, დავა გაირჩევა unlimited.ge-ის მიერ შერჩეული არბიტრის მიერ. მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.