დომენების დამატება
თქვენი ჰოსტინგის სერვისი მიბმულია ერთ თქვენს მიერ შერჩეულ დომენზე. იგივე სერვისზე სხვა დომენების და შესაბამისად საიტების მიბმა ხდება თქვენს მიერ. მაგალითად ჰოსტინგი შეიძინეთ დომენისათვის maindomain.com და გსურთ მეორე საიტის გაკეთება დომენზე addondomain.com. ამ შემთხვევაში ამ უკანასკნელს აბავთ ძირითადი დომენის ქვედირექტორიაზე, მაგალითად maindomain.com/addondomain. შედეგად თქვენ იღებთ ორ განსხვავებულ საიტს და გარე სამყაროსთვის იმის გარკვევაც კი შეუძლებელია, ეს საიტები ჰოსტინგის ერთი და იგივე სერვისზეა მიბმული თუ არა.
თქვენ შეგიძლითა დაამატოთ განუსაზღვრელი რაოდენობის დომენები და შესაბამისად გქონდეთ იმდენი საიტი, რამდენიც გსურთ და გჭირდებათ. ცხადია, რომ ეს დომენები უნდა დაარეგისტრიროთ.
დომენების დამატებისათვის საჭირო ნაბიჯები:

- cPanel-ის მთავარ გვერდზე დააწკაპუნეთ ღილაკზე "Addon Domains".
- ველში "New Addon Domain" მიუთითეთ დომენი.
- ველში "Username/directory name" მიუთითეთ დირექტორიის დასახელება.
- საჭიროების შემთხვევაში ველში "Password" მიუთითეთ პაროლი აღნიშნული დომენისათვის.
- დააწკაპუნეთ ღილაკზე "Add".